Sxamiani sokoebi - unagirasoko
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Аскомицеты |
Класс: | Пецицомицеты |
Порядок: | Пецицевые |
Семейство: | Гельвелловые |
Род: | Лопастник |
Вид: | Лопастник бороздчатый |
Международное научное название: | Helvella lacunosa |
უნაგირასოკო - (ინგ. Helvella lacunosa) (რუს. Лопастник бороздчатый)
სინონიმი: უცნობია.
უნაგირა სოკო (Helvella lacunosa) ამერიკაში ცნობილია სახელწოდებებით, რუხი უნაგირა და შავი უნაგირა ბრიტანეთში კი უბრალოდ, როგორც “უნაგირა” და წარმოადგენს ასკომიტეტს ჰელვარეცეს ოჯახიდან. ის ჰელველასებრთა გვარში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოა. მისი ამოცნობა ძალზე ადვილია არაორდინალური ფორმის რუხი ქუდით, გოფრირებული ფეხით და ბუსუსა ფესვით. უნაგირა სოკო იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილსა და ევროპაში. ამოდის ზაფხულში და შემოდგომაზე ფოთოლმცვივან და წიწვოვან ტყეებში.
ტაქსონომია
უნაგირა სოკო თავდაპირველად 1783 წელს ნატურალისტმა ადამ აფზელუსინმა აღწერა. მისი ეპითეტი “ლაკუნოს” (lacunose) ლათინურად “ნაჩვრეტებიანს” ნიშნავს. მისი ზოგადი სახელი იტალიურ ჯიშს, ჰელველა სულქატას უკავშირდებოდა, თუმცა ფორმებში კონკრეტული განსხვავებების გამო, ამ სახელწდებას უნაგირა სოკოსთან მიმართებაში დღეს იშვიათად მხოლოდ სინონიმის სახით თუ შეხვდებით, ვინაიდან ამ ორ სახეობას შორის მკვეთრი განსხვავებების დადგენა ბოლომდე მაინც შეუძლებელია.
აღწერილობა
უნაგირა სოკოს უჩვეულოდ დაკეცილი, დაკუჭული ქუდი აქვს, რომელიც ნაცრისფერიდან შავამდე შეფერილობის შეიძლება იყოს და 1 სმ-დან 10 სმ-მდე დიამეტრი ჰქონდეს. ყველაზე ხშირად უნაგირა სოკოს ქუდი ზომით 2 სმ-დან 5 სმ-მდეა. მისი ფეხი გოფრირებულია, საყელოს გარეშე და სიმაღლეში 3-15 სმ-ს აღწევს. ნორჩი სოკოს ფეხი თეთრია, ასაკთან ერთად მუქდება და რუხი ხდება. სპორული ფქვილი თეთრია, სპორები ოვალური ფორმისაა, 12x9 მიკრომეტრი ზომის. იშვიათად ვხვდებით თეთრქუდიან უნაგირა სოკოს. მისი განსხვავება მოკრემისფრო თეთრ ნაოჭა სოკოსგან (Helvella crispa), ამ უკანასკნელის ბეწვიანი ფესვით და შიგნით შემრგვალებული კიდეებით შეიძლება.
გავრცელება და ჰაბიტატი
უნაგირა სოკო იზრდება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ევროპაში, იაპონიასა და ჩინეთში.
გავრცელების არეალი მოიცავს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ალპურ და ზომიერ სარტყლებს. იზრდება ფიჭვის, მუხისა და სოჭის ტყეებში გაზაფხულიდან შემოდგომამდე. აღსანიშნავია, რომ უნაგირასოკო დაფიქსირებულია ზამთარში კალიფორნიის შტატში. ის ხშირად გადამწვარ მიწაზე ამოდის. ზოგიერთ უნაგირა სოკოზე თეთრი, ობის მსგავსი ქსოვილი შეინიშნება, რაც ასკომიცეტური პარაზიტი სოკოს Hypomyces cervinigenus მიერ მისი კოლონიზაციის შედეგია.
ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია უნაგირა სოკოს მსგავსი ორი სახეობა: ჰელველა ვესპერტინა (Helvella vespertina), რომელიც ერწყმის წიწვოვან ხეებს და ჰელველა დრიოფილა (Helvella dryophila), რომელიც ერწყმის მუხას. ევროპული უნაგირასოკო ჩრიდოლოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული, მაგრამ არა დასავლეთში.
საკვებად ვარგისიანობა
უნაგირა სოკოს იჭმევა, მაგრამ მისი ფეხი საკვებად არ გამოიყენება. რამდენიმე სახელმძღვანელოში ის შეტანილია, როგორც საკვებად ვარგისი სოკო, თუმცა ამ მოსაზრებას დღეს ეჭვქვეშ აყენებს მის მსგავს სახეობებში აღმოჩენილი მომწამვლელი ნაერთები. უნაგირა სოკოს ორგანიზმში უმად მოხვედრის შემდეგ დაფიქსირებულია კუჭნაწლავის პრობლემები.